ფოთის "კოლხეთი" დამდეგი სეზონისთვის მზადებას 25 ივნისს დაიწყებს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთს" დამდეგი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია, თუმცა გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე დატოვა და კოლხებიც მათი შემცვლელების ძიებაში არიან.

"კოლხეთიდან" ოთხი ფეხბურთელი წავიდა: ბექა ტუღუში, ლევან წურწუმია, ბოიომო და ლაშა გვალია.

კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდათ დაჩი ფოფხაძეს, დავით ციცხვაიას, ლაშა ქებაძეს, ლადო ნადირაშვილს, ვაჟა ლომაშვილს, გიორგი ცხადაიას, გიორგი კილასონიასა და პაატა დათუნაიშვილს. ეს ფეხბურთელები სხვა გუნდებში გადავლენ თუ ახალ კონტრაქტს გააფორმებენ "კოლხეთთან", ჯერ უცნობია. ფოთელებს სურთ, რომ რამდენიმე მათგანმა ისევ "კოლხეთში" ითამაშოს.

ზღვისპირელები ვარჯიშს 25 ივნისს დაიწყებენ ფოთში, მერე კი,
სავარაუდოდ, ურეკში წავლენ შეკრებაზე. "კოლხეთის" შეკრებას კვლავაც ნავსადგური დააფინანსებს და არის იმაზე ლაპარაკიც, რომ გუნდი ურეკის ნაცვლად უცხოეთში მოემზადოს.

"კოლხეთში" გვითხრეს, რომ გუნდს სტაბილური დაფინანსება ექნება 2012/13 წლების სეზონშიც. რაც შეეხება სტადიონს, ერთ-ერთ ტრიბუნაზე უკვე დაწყებულია ინდივიდუალური სკამების მონტაჟი და ახალი სეზონისთვის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს.

ფოთელები ხუთ დღეში დაიწყებენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოთი აღმასკომში ადგილს ითხოვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული