რამაზ შენგელია 1957 წელს, ქუთაისში დაიბადა. 1973-76 წლებში, ის ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში ასპარეზობდა. 1977 წლიდან კი, ის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი გოლებიც გაიტანა.
სწორედ, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. რაც მთავარია, რამაზ შენგელია იყო 1981 წლის 13 მაისის - ევროპის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორი ქართული კლუბის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი.
საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, ქართველმა თავდამსხმელმა
1981 წელსვე, "ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" ყოველწლიურ გამოკითხვაში, შენგელია საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე გავიდა.
რამაზ შენგელია სამართლიანად ითვლებოდა თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. მას არაერთი გამორჩეული თვისება ჰქონდა - გოლის საოცარი ალღო, საჭირო მომენტში შესაფერის ადგილზე ყოფნის უნარი... როგორც მისი თანამედროვენი ამბობენ, შენგელიას თამაშმა, მისმა განუმეორებელმა სტილმა გარკვეულწილად შეცვალა და გააფართოვა საგოლე მომენტებზე ტრადიციული შეხედულებები.
რამაზ შენგელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული საფეხბურთო ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს რამაზ შენგელიას ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
სფფ-ის პრესსამსახური