"შახტიორის" და სსრკ-ის ყოფილმა ფორვარდმა ვიქტორ გრაჩოვმა გვითხრა:
"რამაზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ უკრაინისათვისაც და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის.
იგი იყო ვირტუოზი ფეხბურთელი იუველირული ტექნიკითა და იმპროვიზაციით. მოედანზე ის იყო მრავალფუნქციური ფეხბურთელი - ბომბარდირი, კარგი პასების მომწოდებელი, მოედანს ჩინებულად ხედავდა და სიტუაციას დროულად აფასებდა. იყო ევროპული რანგის ფორვარდი".
56 წლის გრაჩოვმა თქვა, რომ ბევრჯერ უთამაშია თბილისის
ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ რამაზთან ერთად რამდენჯერმე ყოფილა სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში შეკრებებსა და მატჩებზე.
"რამაზი იყო იუმორით სავსე პიროვნება. იგი უყვარდა მთელ ნაკრებს", - დასძინა გრაჩოვმა.
"შახტიორისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სერგეი ატელკინმა კი გვითხრა:
"არ მჯერა, რომ რამაზი გარდაიცვალა. სულ პატარა ბიჭი ვიყავი, როცა მის თამაშებს ვუყურებდი და აღფრთოვანებული ვიმახსოვრებდი მის ყველა ილეთს და შთამბეჭდავ გოლებს.
მე მახსოვს, როცა 30 წლის რამაზმა 1987 წელს ფანტასტიკურად ითამაშა ორივე მატჩი უეფას თასზე ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ. მან ამ ასაკშიც კი აჩვენა თამაშის მასტერკლასი მთელ ევროპას", - თქვა 40 წლის ატელკინმა და დასძინა:
მე ვტირი საქართველოსთან ერთად. დაე, მსუბუქი იყოს რამაზისთვის ქართული მიწა".
თენგიზ პაჭკორია, დონეცკიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები: დავკარგეთ გულის ნაწილი