ცვლილებები საფეხბურთო წესებში: გრძელი სკამი და აქროლადი ქაფი

AutoSharing Option
ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭომ (IFAB), რომელიც ფეხბურთის წესებს ადგენს და მასში ცვლილებების შეტანაც შეუძლია, საზოგადოებას რამდენიმე ცვლილების შესახებ ამცნო.

ცვლილებათა დიდი ნაწილი უმნიშვნელოა და ამიტომაც მხოლოდ შედარებით საყურადღებო სიახლეებს გაგაცნობთ.

ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ფიფას ეგიდით ჩატარებულ ნებისმიერ ტურნირზე ნაკრებებს უფლება მიეცათ, სამატჩო განაცხადში 23 ფეხბურთელი შეიყვანონ. თუკი აქამდე ეს მხოლოდ მსოფლიოს, ევროპისა თუ სხვა კონტინენტების პირველობების ფინალურ ტურნირებზე იყო დაშვებული, ამიერიდან შესარჩევ ეტაპზეც იქნება ნებადართული.

შესაბამისად, შემოდგომიდან მოყოლებული, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამზე,
შესაძლოა, 12 ფეხბურთელი ვიხილოთ.

აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდის მხოლოდ უფლებაა და არა - მოვალეობა. ფიფა ნაკრებებს მხოლოდ სამი სათადარიგო მოთამაშის ყოლას ავალდებულებს.

ფიფასა და IFAB-ის განმარტებით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ნაკრებში გამოძახებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, უფრო მეტი დრო გაატარონ გამოცდილ მოთამაშეებთან და მათი გამოცდილება გაიზიარონ.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე კი ის არის, რომ მსაჯებს საერთაშორისო თუ ნებისმიერი ქვეყნის შიდა პირველობაზე ნება დაერთოთ, გამოიყენონ აქროლადი ქაფი, რომლებსაც წლებია, არბიტრები სამხრეთ ამერიკაში იყენებენ საჯარიმო დარტყმისას 9,15 მეტრიანი დისტანციის მოსაზომად.

ფიფამ და IFAB-მა დაასკვნეს, რომ ეს საშუალება ეფექტურად მუშაობს და ფეხბურთელთა შორის ნაკლებ გაუგებრობასა და კამათს იწვევს. ქაფის დაბალი საბაზრო ღირებულების გამო იგი ნებისმიერი ფედერაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა ხაზგაზსმით უნდა ვთქვათ, რომ მისი გამოყენება ნებაყოფლობითია. ამაზე ნებართვა გაიცა და არა - ბრძანება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება

მიშელ პლატინი: ხორვატიის ნაკრებს რამდენიმე ასეული უკანალი დაჰყვება

მიშელ პლატინი ფინალში ესპანეთსა და გერმანიას ელის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული