ევრო-2012. სპეციალისტის აზრი: ესპანეთი საფრანგეთზე გაცილებით ძლიერია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს კახა გოგიჩაიშვილს პირველი ორი მეოთხედფინალური მატჩის შეფასება და ესპანეთი-საფრანგეთისა და იტალია-ინგლისის შეხვედრების პროგნოზირება ვთხოვეთ.

ჩეხეთი-პორტუგალია
ჩეხეთი-პორტუგალია 0:1 - კრიშტიანო რონალდომ ბრჭყალები გამოაჩინა [+VIDEO]

პორტუგალიელებს ამ დაბრკოლების გადალახვა ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ, მთლიანობაში, დამაჯერებლად და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ჩეხებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს, თუმცა წინა ხაზზე საერთოდ არაფერი გამოუვიდათ - მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დაარტყეს. შეიძლება, ჩეხების ყველაზე დიდი იმედი ის იყო, რომ საქმეს თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანდნენ და იქ, შეიძლება, ყველაფერი პეტრ ჩეხის ოსტატობას გადაეწყვიტა.

თუმცა მატჩის გმირი
არა ჩეხი, არამედ კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც თავისი შესანიშნავი თამაშით კრიტიკოსები გააჩუმა და თუ მან და მისმა თანაგუნდელებმა ასე განაგრძეს, უფრო მეტსაც მიაღწევენ.

ფაქტია, რომ ეს არათანაბარი ძალის გუნდების დაპირისპირება იყო, რომელიც, როგორც ველოდით, ძლიერმა მოიგო.

გერმანია-საბერძნეთი
გერმანია-საბერძნეთი 4:2 - გასეირნება ნახევარფინალში [+VIDEO]

გერმანიის ნაკრებმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტყუილად არ მიიჩნევა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრეს ფავორიტად.

გერმანელებმა მთელი თამაში შესანიშავად აკონტროლეს და დიდი რაოდენობით საგოლე მომენტებიც შექმნეს.

იოახიმ ლიოვმა შემტევი ტრიო შეცვალა და ამ ჩანაფიქრმა აბსოლუტურად გაუმართლა. შიურლე და როისი სწრაფი ფეხბურთელები არიან და ორივე მათგანმა დაკისრებულ ფუნქციებს თავი მაღალ დონეზე გაართვა. აღარაფერს ვამბობ კლოზეზე, რომელიც ამ სოლიდური საფეხბურთო ასაკშიც კი არ კარგავს ბომბარდირულ თვისებებს.

ბერძნებს გამათანაბრებელი გოლის შემდეგ თითქოს საბოლოო წარმატების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ გერმანელებმა სრული რესურსი მალევე აამოქმედეს და მეტოქე უშანსოდ დატოვეს. საბერძნეთის ნაკრები ბევრს ეცადა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - მეოთხედფინალი ბერძენთა მაქსიმუმი გახლდათ.

ესპანეთი-საფრანგეთი
ესპანეთი გაცილებით ძლიერ გუნდად მიმაჩნია და არა მგონია, საფრანგეთს ნახევარფინალში გასვლის დიდი შანსი ჰქონდეს.

ინგლისი-იტალია
ვფიქრობ, ყველაზე თანაბარი მეოთხედფინალური წყვილია, რომელსაც ფავორიტი ნამდვილად არ ჰყავს.

მცირე უპირატესობას ინგლისს მივანიჭებდი, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდეს.

* * *
გოგიჩაიშვილი ნახევარფინალებში დაძაბულ ბრძოლებს ელის, თუმცა ვარაუდობს, რომ ფინალში ესპანეთისა და გერმანიის დაპირისპირებას ვიხილავთ. მათ შორის საუკეთესოს დასახელებისგან კი, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

გერმანია ძალიან შთამბეჭდავია, მეოთხედფინალი ბერძენთა მაქსიმუმია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ვის მიიჩნევს შოთა არველაძე ევრო 2012-ის ფავორიტად

ევრო 2012. სპეციალისტის შეფასება და მეოთხედფინალების პროგნოზი

სპეციალისტის აზრი: ევრო 2012-ზე კოლექტიური თამაში იმარჯვებს

რევაზ ძოძუაშვილი: ესპანელებმა ფეხბურთის ხვალინდელი დღე გვიჩვენეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული