რამაზ შენგელია საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, რამაზ შენგელია 24 ივნისს საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.

მანამდე თბილისის სპორტის სასახლეში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამძიმრის გამოსახატად სპორტის სასახლეში როგორც ვეტერანი ფეხბურთელები, ისე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

წარსულში ცნობილი თავდამსხმელი, რომელიც ბოლო დრომდე ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე პრეზიდენტი იყო, 1957 წელს ქუთაისში დაიბადა. წლების განმავლობაში თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოში". საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 26 შეხვედრაში გატანილი ჰქონდა 10 გოლი, ევროტურნირებზე ნათამაშებ 37 შეხვედრაში კი 19 გოლი.

რამაზ შენგელია იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ერთ-ერთი სეზონის საუკეთესო
ბომბარდირი, ასევე, საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული, უეფა-ს თასების თასის მფლობელი და საბჭოთა კავშირის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი.

რამაზ შენგელია 21 ივნისს, 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული