ექსლუზიური ინტერვიუ გურამ კაშიასთან - იხილეთ გაზეთ "ლელოს" 25 ივნისის ნომერში

AutoSharing Option
კლუბ "ვიტესის" ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია ჰოლანდიაში გამგზავრებამდე თბილისის "დინამოს" ერთ გუნდად შეკვრის პრობლემებზე საუბრობს.

გურამ კაშიას 24 ივნისს "მედია პალიტრამ" უმასპინძლა და მასთან ინტერვიუ გაზეთმა "ლელომ" ჩაწერა.

"ლელოსთან" ინტერვიუში კაშია საუბრობს თბილისის "დინამოში" ფეხბურთელების დაჯარიმების პრაქტიკაზე, რაც თავად კაშიას აბსურდად მიაჩნია.

ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ეს "დინამოს" ერთ გუნდად შეკვრას სერიოზულ პრობლემას უქმნის. ასევე, კაშიას პრობლემად მიაჩნია, კლუბში ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებაც, რის მაგალითად "დინამოდან" თუნდაც მისი ძმის ახსნა-განმარტებების გარეშე გაშვებას, სოსო გრიშიკაშვილის ოპერაციის დაუფინანსებლობას და ა.შ ასახელებს.

ასევე, გურამ კაშია საუბრობს,
თუ რა პრობლემების გადალახვა მოუწია ჰოლანდიაში წასასვლელად საკუთარი თავის "გამოსყიდვისას" და რა გაურკვევლობა და დაბნეულობაა ამ მხრივ საქართველოში.

გურამ კაშიამ "ლელოსთან" საუბრისას, კლუბ "ვიტესის" სამომავლო გეგმებსა და ამბიციებზეც ისაუბრა, დაახასიათა ჰოლანდიელი გულშემატკივარი და სხვა.

თუ რა პრობლემები და პერსპექტივები აქვთ "ვიტესში" მოთამაშე ქართველებს, რა ამბიციები და პერსპექტივები აქვს ჯერჯერობით მწვრთნელის გარეშე დარჩენილ მერაბ ჟორდანიას კლუბ "ვიტესს", ამ და სხვა საკითხებზე გურამ კაშიასთან ინტერვიუს გაზეთი "ლელო" მკითხველს 25 ივნისს შესთავაზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული