გიორგი სომხიშვილი საჩხერის "ჩიხურას" შეუერთდება

AutoSharing Option
ორი კვირის წინ ვწერდით, რომ "გაგრა" ნახევარმცველმა გიორგი ყურულაშვილმა და თავდამსხმელმა შალვა კვანტალიანმა დატოვეს - ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მათ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტეს.

კვანტალიანი ამჟამად უგუნდოდ არის და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ შესაძლოა, ფოთის "კოლხეთში" ითამაშოს.

კოლხები ზუგდიდის "ბაიას" მეკარე გიორგი სომხიშვილის გადაბირებაზეც ფიქრობდნენ, რაც თავად გვითხრა, მაგრამ საბოლოოდ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

"ახალი სეზონიდან "ჩიხურაში" ვითამაშებ. საჩხერელებთან პირობებზე დავილაპარაკე და პასუხს ველოდი. დღეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მითხრა, ჩათვალე, რომ შევთანხმდით, ჩვენი ფეხბურთელი ხარო.

28 ივნისს გუნდს ურეკის შეკრებაზე შევუერთდები.

წელს
არნახული მოტივაცია მაქვს და იმედია, კარგი სეზონი გველის"
, - გვითხრა სომხიშვილმა.

კვანტალიანი უგუნდოდ, სომხიშვილი - ჩიხურაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული