თბილისის "დინამოში" სამი უცხოელი მოთამაშე ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ვარჯიშის წინ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდს მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი წარუდგინა.

პირველი ვარჯიში ჩაატარეს ახალწვეულებმა, გიორგი სეთურიძემ და თორნიკე თარხნიშვილმა. "დინამოში" სამი უცხოელი მოთამაშე ისინჯება: უგანდის ნაკრების კაპიტანი ჯოზეფ ნესტროი კიზიტო, ბრაზილიელი ეუდი სილვა და სოუზა (ეუდისი) და მაკედონიელი დარკო გლიშიჩი.

ამპლუით მარცხენა მცველი, 29 წლის კიზიტო, 2005/10 წლებში სერბულ "ვოივოდინაში" ასპარეზობდა. ამის შემდეგ კარიერა ბელგრადის "პარტიზანში" განაგრძო.

28 წლის ბრაზილიელი ეუდისი "ატლეტიკო პარანაენსეს" აღზრდილია. 2003 წლიდან შვეიცარიულ კლუბებში გამოდიოდა:
"ივერდონში", "ლოზანაში", "ციურიხში", "იანგ ბოიზში", "სერვეტში" (74 შეხვედრაში 33 გოლი).

მარცხენაფლანგელი, 20 წლის დარკო გლიშიჩი, მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. მან ბოსნიური "ოლიმპიკის", მაკედონიური "ვარდარის", "სკოპიეს", "ნაპრედაკისა" და "ტეტეკსის" რიგებში მოასწრო თამაში.

fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" ლატვიის ბომბარდირ მამუკა ღონღაძეს იმატებს?
დუშან უჰრინი: თბილისის "დინამო" დიდი გუნდია!
მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ
თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?
მკითხველის კომენტარები / 4 /
R
ეროვნული ჩემპიონატი და მითუმეტეს უმაღლესი ლიგა ბავშვების გასაზრდელი ადგილი არ არის...
ბავშვებმა უნდა ითამაშონ ბავშვთა ლიგებში, ასაკობრივ გუნდებში, დუბლებში, ფარმკლუბებში...
მათ ბრძოლით უნდა მოიპოვონ ადგილი ძირითად გუნდში და არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით რომ ახალგაზრდა ქართველი ბიჭები არიან და პერსპექტივაში შესაძლოა ზოგიერთმა ოდესმე რამეს მიაღწიოს...
Walkabout
19:37 25-06-2012
0
პულსი თუ ისინჯება დინამოში და ქართულ ფეხბურთში საერთოდ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული