თბილისის "დინამოში" სამი უცხოელი მოთამაშე ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ვარჯიშის წინ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდს მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი წარუდგინა.

პირველი ვარჯიში ჩაატარეს ახალწვეულებმა, გიორგი სეთურიძემ და თორნიკე თარხნიშვილმა. "დინამოში" სამი უცხოელი მოთამაშე ისინჯება: უგანდის ნაკრების კაპიტანი ჯოზეფ ნესტროი კიზიტო, ბრაზილიელი ეუდი სილვა და სოუზა (ეუდისი) და მაკედონიელი დარკო გლიშიჩი.

ამპლუით მარცხენა მცველი, 29 წლის კიზიტო, 2005/10 წლებში სერბულ "ვოივოდინაში" ასპარეზობდა. ამის შემდეგ კარიერა ბელგრადის "პარტიზანში" განაგრძო.

28 წლის ბრაზილიელი ეუდისი "ატლეტიკო პარანაენსეს" აღზრდილია. 2003 წლიდან შვეიცარიულ კლუბებში გამოდიოდა:
"ივერდონში", "ლოზანაში", "ციურიხში", "იანგ ბოიზში", "სერვეტში" (74 შეხვედრაში 33 გოლი).

მარცხენაფლანგელი, 20 წლის დარკო გლიშიჩი, მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. მან ბოსნიური "ოლიმპიკის", მაკედონიური "ვარდარის", "სკოპიეს", "ნაპრედაკისა" და "ტეტეკსის" რიგებში მოასწრო თამაში.

fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" ლატვიის ბომბარდირ მამუკა ღონღაძეს იმატებს?
დუშან უჰრინი: თბილისის "დინამო" დიდი გუნდია!
მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ
თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნუთუ ესეთი დონის(და ამაზე უკეთესი)ბიჭები საქართველოში არ ცხოვრობენ ??
sasha
14:48 25-06-2012
0
მერწმუნეთ, გაცილებით უკეთესები. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვები იზრდებიან. ამის დასტურია ჩვენი 17 და 19 წლამდელი ნაკრებების ძლიერი გამოსვლა ევროსარბიელზე. და რამდენი კიდევ ყველა საშუალებით ცდილობს საქართველოდან გაღწევას. მიზეზი - ასეთი დონის ლეგიონერები, რომლების გამო ჩვენი ბავშვები ვერ ღებულობენ საკმაო პრაქტიკას საკუთარ ჩემპიონატში. მაკედონიელი 20 წლის ფეხბურთელის არზრდას და საეჭვო დონის ჩაბერებულ ბრაზილიელ - აფრიკელის აქ ყოფნას არ ჯობია ჩვენს ბავშვებს მივცეთ საკმაო პრქტიკა ჩვენ ჩემპიონატში - ჩვენი ბავშვები გავზარდოთ!
0

სიახლეები პოპულარული