გორის "დილამ" უკრაინელებთან მარცხი იწვნია

AutoSharing Option
ავსტრიულ შეკრებაზე გორის "დილამ" მეორე საკონტროლო მატჩი ოდესის "ჩერნომორეცთან" ჩაატარა - მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს უკრაინელთა ვებგვერდი გადასცემდა.

გორელთა რიგებში გამოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი მამუჩიშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა.

მატჩი თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ შეტევების სწრაფად განხორციელება და გამწვავება უჭირდათ.

პირველი ტაიმის მიწურულს რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ ირაკლი მოდებაძესა და სანდრო გურულს, მაგრამ "ჩერნომორეცი" მეკარე ევგენი პასტმა გადაარჩინა.

ოდესელებმა სახიფათო შეტევა მე-19 წუთზე განახორციელეს, როდესაც ზედიზედ ორი დარტყმა
ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმიც "დილას" შეტევებით დაიწყო, მაგრამ საჯარიმოში გორელ მცველებს "ჩაეძინათ", რითაც ანდრეი სლინკინმა ისარგებლა და ბავშვური უყურადღებობის გამო გოლით დასაჯა.

გორელებმა მომენტები კიდევ შექმნეს: ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ ლაშა გვალიას, გიორგი მამუჩიშვილს, მათე ვაწაძესა და რევაზ ბარაბაძეს.

მატჩის მიწურულს დაცვაში უყურადღებობის გამო გორელები ამჯერად ევგენი ზუბეიკომ გააწბილა.

მამუჩიშვილმა 20-ამდე მეტრიდან ულამაზესი დარტყმით კარის "ცხრიანი" შეარხია და საბოლო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

"დილა": სკენდერი - კაშია, ინწკირველი, თომაშვილი, ნ. ჯიშკარიანი - კანდელაკი, კაციტაძე – ახალკაცი, სადაღაშვილი, ს. გურული - მოდებაძე.
შეცვალაზე: შეყრილაძე, გორელიშვილი, კახელიშვილი, სალუქვაძე, ვაწაძე, შაშიაშვილი, გვალია, მამუჩიშვილი, ბარაბაძე.

მარცხი უკრაინელებთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" ევროსარბიელზე ქართველების "ორჰუსს" გადაეყარა
გორის "დილა" ავსტრიულ შეკრებაზე კაცნაკლული გუნდით თამაშს ეუფლება
უეფას გადაწყვეტილებამ გორის "დილას" გეგმები შეცვალა
მკითხველის კომენტარები / 2 /
და თან ამ შეკრებებზე, ხელაფასებზე და ა. შ. საქართველოს ბიუჯეტის ფული იხარჯება.
dudu
18:21 26-06-2012
0
მოკლედ,ევროპული მასტაბებით საშუალო დონის,რუსეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი კლუბის ფეხბურთელებით(ნაწილი იქაც ვერ ხვდებოდა ძირითადში) "გაძლიერებული"გორის დილა ითვლება დღეს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესოდ დაკომპლეკტებულ კლუბად.აი ესაა იმ გრანდიოზული "პროგრესის"ნათელი დადასტურება რაც ქართულ ფეხბურთში ხდება დღეს.
daviti
10:52 26-06-2012
0

სიახლეები პოპულარული