ჯერჯერობით გუნდიდან არავინ წასულა. უცნობია, რომელი ფეხბურთელებით გაძლიერდებიან ქვემოქართლელები.
საქმე იმაშია, რომ "სიონმა" ჯერ ზუსტად არ იცის, რა დაფინანსება ექნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. წინა სეზონის პირველ ეტაპზე კლუბს "მადნეული" პატრონობდა, მერე კი გამგეობა.
"სიონში" გვითხრეს, რომ 2-3 დღეში გაცილებით მკაფიოდ იქნებიან გარკვეულები ყველაფერში.
პირველ საკონტროლო შეხვედრას კი ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი თვის ბოლოს "ზოოვეტთან" გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"