ბოლნისის "სიონი" შვებულების შემდეგ პირველად შეიკრიბა

AutoSharing Option
შვებულების შემდეგ, 25 ივნისს პირველად შეიკრიბა ბოლნისის "სიონი". ბოლნისელებმა კრებაც გამართეს და ვარჯიშიც.

ჯერჯერობით გუნდიდან არავინ წასულა. უცნობია, რომელი ფეხბურთელებით გაძლიერდებიან ქვემოქართლელები.

საქმე იმაშია, რომ "სიონმა" ჯერ ზუსტად არ იცის, რა დაფინანსება ექნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. წინა სეზონის პირველ ეტაპზე კლუბს "მადნეული" პატრონობდა, მერე კი გამგეობა.

"სიონში" გვითხრეს, რომ 2-3 დღეში გაცილებით მკაფიოდ იქნებიან გარკვეულები ყველაფერში.

პირველ საკონტროლო შეხვედრას კი ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი თვის ბოლოს "ზოოვეტთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული