ფოთის "კოლხეთმა" ორი მერანელი დაიმატა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთს" ორი ახალწვეული ჰყავს: 23 წლის ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი და 25 წლის შემტევი ლაშა ჩაფიძე. ორივე ფეხბურთელი მანამდე მარტვილის "მერანში" თამაშობდა.

"კოლხეთში" ამ დროისთვის 27 ფეხბურთელი ვარჯიშობს. გუნდი ორმხრივ თამაშს 28 ივნისს გამართავს, პირველ საკონტროლო მატჩს კი 30 ივნისს ითამაშებს საჩხერის "ჩიხურასთან".

2011/12 წლების სეზონში ფოთელები მეექვსე ადგილზე გავიდნენ და, სავარაუდოდ, მომავალ ეროვნულ ჩემპიონატშიც იგივე მიზნები ექნებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული