ბუბა ტყავაძე: ყველამ, ვინც დღეს გუნდშია, მომავალში შესაძლოა "დინამოს" მაისურით ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საზოგადოებას გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე წარუდგინა.

წარდგენის შემდეგ "დინამოს" უკვე ახალმა სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ გუნდში ლეგიონერების ყოფნა აუცილებელია. 

ბუბა ტყავაძე
:
"მიხარია, რომ ისევ "დინამოს" ბაზაზე ვხვდებით ერთმანეთს. იცით, რომ ეს ჩემთვის ნაცნობი გარემოა. დღეს მე ვხედავ, რომ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, რომ მე კვლავ "დინამოსთვის" მომიწევს მოღვაწეობა - ეს ჩემთვის დიდი
გამოწვევაა.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თბილისის "დინამო" არის ქართული ფეხბურთის ფლაგმანი. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მე ერთი წელი "დინამოდან" შორს ვიყავი, თუმცა გულით მაინც "დინამოს" ვატარებდი.

რაც შეეხება ფეხბურთელებსა და სატრანსფერო პოლიტიკას, გეტყვით, რომ ყველამ, ვინც დღეს გუნდშია, მომავალში შესაძლოა "დინამოს" მაისურით ვერ ითამაშოს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი მოსამზადებელ ეტაპზე მათ შესაძლებლობებს გაეცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას - ვინ დარჩება და ვინ წავა.

რაც შეეხება ლეგიონერებს, ვფიქრობ, რომ მათი გუნდში ყოფნა აუცილებელია. მომხრე ვარ, რომ მაღალი კლასისა და პროფესიონალი ლეგიონერის გვერდით ითამაშონ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, რომლებიც გამოცდილებას მიიღებენ და მომავალში მაღალ დონეზე იასპარეზებენ.

იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში დარჩებიან და "დინამოს" მაისურით განაგრძობენ თამაშს, მსურს წარმატება ვუსურვო.

მათგან ჩვენ ბრძოლისუნარიან და შედეგზე ორიენტირებულ თამაშს მოვითხოვთ. ჩვენს მთავარ მწვრთნელს "დინამოში" საუკეთესო წლებს ვუსურვებდი".

fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 5 /
"მაFია ბესსმერტნაა"
gelo
00:01 29-06-2012
0
გული მწყდება, რომ გულშემატკივარი ნაკლებ ყურადღებას იჩენს დინამოში მიმდინარე პროცესებისადმი. გულს უხარია დინამოს ინფრასტრუქტურას რომ ვუყურებ და ამისთვის მადლობა ბატონ რომანს, მაგრამ კლუბი გულშემატკივრის გარეშე კონკურენტუნარიანი ვერ გახდება ევროპის გრანდებთან მიმართებაში. ამიტომ კლუბის მფლობელი ყურადღებით უნდა უსმენდეს გულშემატკივარს და ითვალისწინებდეს მის მოსაზრებას. ქართველ გულშემატკივარს კი სურს დინამოს მიერ საკუთარ სტადიონზე ლივერპულის დამარცხება კიდევ იხილოს. მე მომხრე ვარ უცხოელმა მწვრთნელმა ქართველი სპეციალისტების დახმარებით შექმნას ისეთი პრაქტიკა, რომელიც ქართული ფეხბურთის ფილოსოფიას ახლებურად განავითარებს თანამედროვე ფიზმომზადებისა და ტაქტიკის გამოყენებით. ამ მიმართულებით დინამო ქართული ფეხბურთის ავანგარდი უნდა იყოს!იმის ფონზე, რომ აფრიკელები და სლავები ბუნებრივად ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან,ფიზიკურური კონდიციებით მათ ვერ გადავასწრებთ, ამიტომ ჩვენს ფეხბურთსი ქართული ცეკვის სადარი არტისტიზმი და ინდივიდუალიზმი უნდა განვავითაროთ. გული მწყდება, რომ ქართველი ვარსკვლავი ახალგაზრდებშიც არა ჩანს, იმიტომ რომ მწვრთნელები არც ვარჯიშზე და არც მოედანზე ორი შეხების შემდეგ ბურთის ფლობას ახალგაზრდებს უკრძალავენ, არ აჩვევენ მოედანზე აზროვნებას და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას, ამას დინამოში დაემატება ბუბა ტყავაძის რუსული ახრანკისეული მეთოდები, რომელიც ითვალისწინებს გუნდში ამბისმიმტან, მორჩილი ფეხბურთელების წახალისებას, ხოლო დისციპლინის მცირედი დარღვევისას სიამაყის, ლიდერის თვისებების მქონე ფეხბურთელების გაძევებას და რაც აქედან გამოდის ყველა ვხედავათ, ყიფიანისა და ქინქლაძის მონაცემების მოზარდი ქართულ ფეხბურთში ათწლეულებია აღარ ჩანს!სამაგიეროდ არშემდგარი ფეხბურთელები სპორტული დირექტორის აპმლუაში დარწმუნებული ვარ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავებს ჩანასახშივე ანადგურებენ!
nuca
16:02 27-06-2012
0

სიახლეები პოპულარული