რატომ ამჯობინა რომან ფიფიამ დუშან უჰრინი გერმანელ და ჰოლანდიელ სპეციალისტებს

AutoSharing Option
დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში პირველად თბილისის "დინამო" ევროთასებზე ვერ მოხვდა და გუნდს უჩვეულოდ ხანგრძლივი შესვენება გამოუვიდა.

26 ივნისს დიღმის ბაზა ისევ გამოცოცხლდა. ახალი მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარადგინა:

"ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პირველობა და ევროპაში წარმატებით გამოსვლაა.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რაც უნდა ძლიერი კონკურენტები გვყავდეს, ჩვენი მიზანი არ შეიცვლება.

წარმატებაზე ზრუნვა მხოლოდ მთავარი გუნდიდან არ დაგვიწყია. სექტემბრიდან ამუშავდება ჩვენი საფეხბურთო აკადემია და ასეთი სკოლა რაც მეტი იქნება, მით უკეთესი ქართული ფეხბურთის
ხვალინდელი დღისთვის.

...რამ განაპირობა უჰრინის ჩამოყვანა? არ დავმალავ, იყო ლაპარაკი გერმანელ, ჰოლანდიელ სპეციალისტებზე, მაგრამ ყველაზე სასურველ ვარიანტად უჰრინი მივიჩნიეთ. იმიტომ, რომ მამამისმა საქართველოში და ჩვენს
კლუბში კარგი სპეციალისტისა და კარგი ადამიანის კვალი დატოვა.

უმცროსი უჰრინიც კვალიფიციური მწვრთნელია და იცის, რა კლუბში მოდის და ვითარებაში გასარკვევად დიდი დრო არ დასჭირდება.

ცხადაძესთან მოლაპარაკება რატომ ჩაიშალა? მიმაჩნია, რომ ის უფრო არ იყო მზად, ვიდრე ჩვენ.

...პირადი ინიციატივით არავინ მიდის, მაგრამ ფეხბურთელებთან "საქორწილო ხელშეკრულებები" ჩემს მიზნებს ვერ შეცვლის. სამწუხაროდ, მათი გაწყვეტის საშუალება არ გვაქვს. ისე, ვინც არ ვარგა, თავადაც ხედავთ. ამას დუშანიც იოლად შენიშნავს"
.

ბუბა ტყავაძე:
"მიხარია ნაცნობ გარემოში დაბრუნება. რუსთავში ვიყავი, მაგრამ იქაც დინამოელად ვრჩებოდი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება წარმატებული გუნდი ჩამოვაყალიბოთ. ვინც ახლა "დინამოშია", ყველა ვერ დარჩება.

...დარჩებიან თუ არა ესპანელები? თუ ადგილობრივი რესურსი არ გყოფნის, მათი დამატება აუცილებელია. თუ უჰრინს ისინი მოეწონება, დარჩებიან; თუ არადა, მათთან კონტრაქტები ორმხრივი შეთანხმებით გაწყდება".

დინამოში ყველა ვერ დარჩება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: პროფლიგის აღდგენას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე კი უკან დაიხიეს
მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ
თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?
უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა
თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი
მკითხველის კომენტარები / 2 /
და კიდევ იმიტომ რომ ამას თავის ნებაზე ატარებს,რისი სურვილიც ალექს გარსიასთანაც ჰქონდა,მაგრამ ვერ მივართვით.ეს არის ადამიანი დაუნი!!!!!
irakli
02:02 28-06-2012
0
იმიტომ რომ უვიცია რომან ფიფია!
lasha
13:48 27-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული