თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი

AutoSharing Option
გასული სეზონის დასრულებამდე "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის მნიშვნელოვან განახლებაზე ალაპარაკდა, მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ჯგუფი დაგვტოვებსო.

პირველი სიგნალი გულვერდ თომაშვილის გორის "დილაში" გადასვლა აღმოჩნდა, რომელიც, ერთი შეხედვით, თბილისელთა შეუცვლელი მოთამაშე იყო და ცხადი გახდა - ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში ცვლილებები დაიწყო.

თბილისის "დინამოში" მოსალოდნელ სიახლეებზე გუნდის გენერალური დირექტორი სანდრო შახოვი გველაპარაკა:

- ცვლილებები ნამდვილად იგეგმება და ეს არავის გაუკვირდება, თუ დასრულებულ ჩემპიონატში გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს გავითვალისწინებთ. ცხადია, მე-4 ადგილი "დინამოსთვის" დიდი წარუმატებლობა იყო.

- როგორც ჩანს, ამას საქმისადმი ფეხბურთელების დამოკიდებულებას
მიაწერთ...

- გარკვეულწილად, ასეც არის, მაგრამ წარუმატებლობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება და მხოლოდ ერთის გამოყოფა რთულია. ჩვენ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ და ალბათ, გუნდის დატოვება ფეხბურთელების გარკვეულ ნაწილსაც მოუწევს. ბუნებრივია, მოვლენ ახლებიც და გუნდი განახლდება. თუმცა, არ მინდა მოვლენებს დავასწრო, ცვლილებებს უახლოეს პერიოდში პრეზენტაციიდან შეიტყობთ.

- შეეფერება თუ არა სიმართლეს ცნობა, თითქოს "დინამოდან" გოგიტა გოგუა მიდის?
- ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ ბევრი ფეხბურთელის კონტრაქტსა და ტრანსფერზე ვმუშაობთ.

- და ვის დაიმატებთ?
- მრავალი ვარიანტი განიხილება, მაგრამ ვის დავიმატებთ, უპირველესად, ახალ მთავარ მწვრთნელზე და ცხადია, ჩვენთვის საინტერესო მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული. ყველაფერი შეკრების დროს გადაწყდება. სამწუხაროდ, ევროთასებზე ვერ გავედით და ახლა მოსამზადებლად ძალიან დიდი დრო გვაქვს. ამიტომ ამ კუთხით არ ვჩქარობთ და ყველას საკითხს დეტალურად შევისწავლით.

- გიორგი ლორიამ "დინამო" უკვე დატოვა?
- ვმუშაობთ, ფეხბურთელის ინტერესიც რომ დაკმაყოფილდეს და კლუბისაც. მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება, ცხადია, მაშინვე განვაცხადებთ.

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ ამჟამად არც არავინ მოსულა და არც არავინ წასულა? მაგალითად, გორის "დილაში" დაგვიდასტურეს, რომ თომაშვილი ამ კლუბის ფეხბურთელი გახდა...
- ჯერ ვერაფერს დაგიდასტურებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი

უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა


თბილისის "დინამო" - ანტირეკორდების სეზონი და დახარჯული მილიონები
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ჩემპიონატის ნახევარზე მეტი გუნდი უფულოდ არის და რომელი გვაჩვენებს შედეგს ქალბატონო ირინა? ბატონო გიორგი გეთანხმებით 100%
Alex
12:01 20-06-2012
0
ფულით საქმე არ კეთდება???? აბა უფულოდ გაკეთებული საქმე ვინმემ მაჩვენოს, შეცდომებს ყველა უშვებს... ირინა შენ სოფლელს და პროვინციელს ეძახი ფიფიას მართალი ხარ იცი შენ პროვინციელი და სოფლელი ხარ. ადამიანი მაჩვენე ვინც სოფლიდან არ მოდის. მაგრად გეშლებათ ქალბატონო. ვკითხულობ და მხოლოდ შურიანი და ბოღმა ხალხის ნაწერებია 3 ან 4 ნორმალური საღად მოაზროვნე ადამიანის კომენტარს თუ წაიკითხავ.
0

სიახლეები პოპულარული