როგორი სქემით ათამაშებს თბილისის "დინამოს" დუშან უჰრინი

AutoSharing Option
26 ივნისს დიღმის ბაზაზე თბილისის "დინამოს"ახალი მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარადგინა.

ჩეხმა სპეციალისტმა საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე, თავის სათამაშო ფილოსოფიასა და კლუბში განსახორციელებელ მიზნებზე ისაუბრა.

დუშან უჰრინი:
"მე დიდ კლუბში მოვედი. მოხიბლული ვარ გარემოთი, პირობებით.

ყველა იმის მოლოდინშია, რომ კვლავ წარმატებებს მივაღწიოთ და საამისოდ ყველაფერი გავაკეთოთ. მე და სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია.

დღეს ვნახავთ "ვიტ ჯორჯიასთან" საკონტროლო შეხვედრას და შევაფასებთ, ვინ იმსახურებს დარჩენას და ვინ არა.

...დაცვითი თუ შემტევი
ფეხბურთი? მე მიყვარს შემტევი ფეხბურთი და 4-4-2 სქემის მიმდევარი ვარ.

... ჩეხეთში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ვისი ჩამოყვანაც მსურდა, მათ კლუბებთან ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებთ და ვერ ჩამოგვყავს.

თუმცა დროთა განმავლობაში, ვნახოთ, შესაძლოა, ვინმე დავიმატოთ"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რატომ ამჯობინა რომან ფიფიამ დუშან უჰრინი გერმანელ და ჰოლანდიელ სპეციალისტებს
რომან ფიფია: პროფლიგის აღდგენას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე კი უკან დაიხიეს
მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული