"ზესტაფონი" ბათუმის "დინამოს" მცველით, გიორგი კაჭკაჭიშვილით დაინტერესდა

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ბათუმი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ურეკშია შეკრებაზე.

"ბათუმს" ჯერ არავინ დაუმატებია, თუმცა ოთხი ფეხბურთელი ჰყავს შეკრებაზე: პაატა ბალაძე, კაკულია, ბორის გელაჭეიშვილი და ერეკლე კილაძე.

ბათუმელებმა ერთი საკონტროლო შეხვედრა უკვე ითამაშეს, ოზურგეთის "მერცხალი" 6:1 დაამარცხეს. მომდევნო ტესტ-მატჩს "ბათუმი" 30 ივნისს გამართავს თბილისის "ოლიმპთან", 3 ივლისს საჩხერის "ჩიხურას" შეხვდება, ორი დღის მერე კი მარტვილის "მერანს".

7 ივლისს "ბათუმს" "ზუგდიდთან" აქვს დაგეგმილი თამაში, თუმცა ეს ვარიანტი სათუოა.

"ბათუმი" ოფიციალურად ჯერ არცერთ ფეხბურთელს არ დაუტოვებია, თუმცა გუნდთან ერთად არ არის
24 წლის ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი.

შევიტყვეთ, რომ ამ ფეხბურთელით საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონია" დაინტერესებული, თუმცა კაჭკაჭიშვილის ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა.

კაჭკაჭიშვილი ჯერ "დინამო თბილისის" მეორე გუნდის ფეხბურთელი იყო, შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "ზესტაფონში" გადავიდა და ამის მერე აღმოჩნდა "ბათუმში". ამ მცველმა კარგად წარმოაჩინა თავი წინა სეზონის პლეი აუტის მატჩებში და არაერთი კლუბის მოწონება დაიმსახურა.

როგორც ჩანს, კაჭკაჭიშვილი ყველაზე უფრო "ზესტაფონს" სურს, სადაც მას უკვე კარგად იცნობენ.

ფაქტია, რომ ფეროელთა გუნდიდან გიორგი ონიანის წასვლის შემდეგ ცენტრალური მცველის პოზიცია "ზესტაფონს" გასაძლიერებელი აქვს.

კაჭკაჭიშვილი ზესტაფონში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბათუმის "დინამოს" ამბიციური გეგმები: გერმანული შეკრება, ხმაურიანი ტრანსფერები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული