ევროტურნირების პირველი ეტაპის მსაჯები ცნობილია

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ მსაჯების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მოემსახურებიან.

მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" და "დილა" ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებენ. შესაბამისად, ჯერ მხოლოდ "მეტალურგისა" და "ტორპედოს" შეხვედრების მსაჯებია ცნობილი.

5 ივლისს ევროპის ლიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ქუთაისში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მას თურქი არბიტრი თოლგა ოზქალფა გაუძღვება.

იმავე ტურნირსა და იმავე დღეს "მეტალურგი" სტუმრად ალბანურ "ტეუტას" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 30
წუთზე დაიწყება და მისი არბიტრი ირლანდიელი პედრეიგ სატონი იქნება.

ცნობილია განმეორებითი შეხვედრების არბიტრთა ვინაობაც: "აქტობესა" და "ტორპედოს" საპასუხო შეხვედრის არბიტრად პოლონელი ადამ ლიშმანსკი დანიშნეს, ხოლო "მეტალურგისა" და "ტეუტას" განმეორებით მატჩს სლოვაკი ვლადიმირ ვნუკი განსჯის.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი მსაჯებიც იმუშავებენ. 5 ივლისს ესტონური "ლევადიასა" და ლიტვური "შიაულიაის" შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია გაუძღვება, ხოლო 12 ივლისს ლატვიური "მეტალურგსისა" და სანმარინოული "ლა ფიორიტას" მატჩს ლაშა სილაგავა განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული