მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" და "დილა" ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებენ. შესაბამისად, ჯერ მხოლოდ "მეტალურგისა" და "ტორპედოს" შეხვედრების მსაჯებია ცნობილი.
5 ივლისს ევროპის ლიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ქუთაისში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მას თურქი არბიტრი თოლგა ოზქალფა გაუძღვება.
იმავე ტურნირსა და იმავე დღეს "მეტალურგი" სტუმრად ალბანურ "ტეუტას" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 30
ცნობილია განმეორებითი შეხვედრების არბიტრთა ვინაობაც: "აქტობესა" და "ტორპედოს" საპასუხო შეხვედრის არბიტრად პოლონელი ადამ ლიშმანსკი დანიშნეს, ხოლო "მეტალურგისა" და "ტეუტას" განმეორებით მატჩს სლოვაკი ვლადიმირ ვნუკი განსჯის.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი მსაჯებიც იმუშავებენ. 5 ივლისს ესტონური "ლევადიასა" და ლიტვური "შიაულიაის" შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია გაუძღვება, ხოლო 12 ივლისს ლატვიური "მეტალურგსისა" და სანმარინოული "ლა ფიორიტას" მატჩს ლაშა სილაგავა განსჯის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"