"კლუბის ხელმძღვანელობამ ავსტრიაში მოსამზადებლად კარგი პირობები შეგვიქმნა. დიდი დახმარება გაგვიწია გრაცის "შტურმის" ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში პრობლემებს ოპერატიულად გვიგვარებდა.
საწყისი ეტაპით კმაყოფილი ვარ, ახლა უკვე ვიცით ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის ვინაობა და მე-2 შეკრებას აქედან გამომდინარე ვგეგმავთ.
იმედია, ევროპალიგის ეტაპის დაწყებისთვის გუნდი ფორმის პიკს მიაღწევს.
გუნდში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს ველოდებით. ვიცი, გულშემატკივარი საბოლოო შემადგენლობის დასახელებას მოუთმენლად ელის, მაგრამ წინასწარ ამისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა
"ლელომ" შეიტყო, შალამბერიძე ვის დამატებას გულისხმობდა: ლაპარაკია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიაზე.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდის მოთამაშეების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა, აბურჯანიას კი ჯერ კიდევ შარშან იწვევდნენ შვეიცარიული "ბაზელი" და ბელგიური "გენკი", თუმცა კონტრაქტის გაფორმებას მისი არასრულწლოვნება აბრკოლებდა და გიორგი "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელად რჩებოდა.
შევიტყვეთ, რომ ახალი სეზონიდან გიორგი გორის "დილაში" ჩაირიცხება, კონტრაქტს კი მალე გააფორმებს.
გორელები შევსებას ელიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"