დიდი სიურპრიზი - 2015 წლის უეფას სუპერთასის მასპინძელი თბილისია!

AutoSharing Option
გადაწყდა - 2015 წლის 12 აგვისტოს, თბილისი და საქართველო, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, უეფას სუპერთასის მასპინძელი იქნება.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება 30 ივნისს, კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ესწრებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება და ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ. მაგალითად, 2013 წელს, ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება; ხოლო, ჩვენ
და სასიხარულოდ, 2015 წელს, ამ დიდი მატჩისა და ღონისძიების მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იქნება.

ამ ეტაპზე, დეტალები ჯერ ცნობილი არაა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა.

ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა.

იხილეთ ვიდეო: თბილისი 2015 წლის უეფას სუპერთასის მასპინძელი [პრომო ვიდეო]

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიშა რომ არა ამასაც არ ვეღირსებოდით! ))
TaroSochi
14:46 30-06-2012
0
აუუუ მაგარია, 2015 წლამდე შეიძლება თბილისში უფრო კარგი სტადიონი ააშენონ დინამოზე კარგი და იქ ჯაატარებენ ტუმცა რა მნიშვნელობა ააქვს.
prince 27
15:52 30-06-2012
0

სიახლეები პოპულარული