ყაზახები საქართველოში 4 ივლისს გვესტუმრებიან და სასტუმრო "იმერში" დაბინავდებიან. სავარაუდოდ, მათ 50-მდე გულშემატკივარიც ჩამოჰყვებათ.
"ტორპედოს" ოფიციალურ ვებგვერდზე კი გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა გულშემატკივარს მიმართა:
"ამჯერად ქუთაისში ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გამართვის უფლება გვაქვს. "ტორპედო" 7 წელიწადი ევროტურნირებზე არ მონაწილეობდა და უფრო მაღალი კატეგორიის მინიჭების დაბრკოლება სტადიონს ამიტომ შეექმნა.
თუმცა ევროპალიგის წინ სიახლეებია: მოეწყო დოპინგ-კონტროლის ოთახი, სტადიონის ტერიტორია უკაბელო ინტერნეტითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა.
ამას გარდა, თუ გულშემატკივარი ქცევის წესებს
არ არის გამორიცხული, რომ მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ისევ ქუთაისში ვითამაშოთ. ასე რომ, გულშემატკივრებს მინდა ვთხოვო, ტრიბუნებზე ქცევის ნორმები დაიცვან - ეს ჩვენვე წაგვადგება".
პაპიაშვილის თქმით, ამიერიდან "ტორპედო" ცნობილი ამერიკული კომპანიის, "ნაიკის" მიერ დამზადებული მაღალხარისხიანი ეკიპირებით შეიმოსება. "ტორპედოს" ახალი მაისურებისა და შარფების შეძენა გულშემატკივრებსაც შეეძლებათ.
"ტორპედო"-"აქტობეს" მატჩზე დასასწრები 10 500 ბილეთის გაყიდვა 2 ივლისს დაიწყება და 4, 5 და 7 ლარი ეღირება. მატჩი კი 5 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.
ტორპედოს ნაიკი შემოსავს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან
გია გეგუჩაძე: ევროპული დონის გუნდების თამაშის ტემპს უნდა მივეჩვიოთ
ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან" მატჩისთვის მზადებას ბაზაზე გააგრძელებს
ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელებისგან ქება დაიმსახურა
ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტართან" თავი არ შეირცხვინა
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო
მგონი ჯობია info@fctorpedo.ge აქ მიწეროთ მათი ოფიციალური ელ-ფოსტაა