ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონს" მისთვის უხერხული, ხელოვნურსაფარიანი მოედნით ხვდება

AutoSharing Option
საბოლოოდ გადაწყდა, რომ "ზესტაფონი" 17 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს ბაქოში "დალგა არენაზე" გამართავს.

საქმე ის არის, რომ ქვეყნის მთავარ არენაზე, "ტოფიკ ბახრამოვზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, "დალგა" კი, რომელიც სულ რაღაც 6 500 მაყურებელს იტევს, უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს.

"დალგა არენა" ბაქოს "რავანის" მშობლიური სტადიონია. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ მასზე ხელოვნური საფარია დაგებული, სადაც თამაში "ზესტაფონის" მსგავსი ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი გუნდისთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს.

"ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებას განაგრძობს და, საბედნიეროდ, ოპტიმალური შემადგენლობით ვარჯიშობს. საქართველოს ჩემპიონის მორიგი
სპარინგ-პარტნიორი 2 ივლისს პლოვდივის "ლოკომოტივი" იქნება.

საინტერესოა, რომ შარშან ესპანეთში, "მარბელას თასის" გათამაშებაზე, "ზესტაფონმა" ეს ბულგარული კლუბი 3:0 გაანადგურა.

ცნობისთვის, "ლოკომოტივმა" ბულგარეთის წინა ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ "ნეფთჩიმ" თურქული შეკრება მოილია და "ზესტაფონის" მსგავსად, ავსტრიას მიაშურა, სადაც წვრთნასთან ერთად, ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - 3 ივლისს გერმანულ "შტარნბერგს" გაეჯიბრება, 7 ივლისს კი ძალებს ბუქარესტის "დინამოსთან" ტესტ-მატჩში მოსინჯავს.

ნეფთჩი-ზესტაფონი დალგა არენაზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგაზეც მოვჭიმავთ, რუსთავმა ხელოვნურზე მოგებასაც მიგვაჩვია
hahaha
13:49 02-07-2012
0

სიახლეები პოპულარული