რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

AutoSharing Option
პირველი, რაც აზერბაიჯანული სპორტული ვებგვერდების გადახედვისას გეცემათ თვალში, საყოველთაო აჟიოტაჟი და სიხარულია, რაც "ზესტაფონის" მეტოქეობამ გამოიწვია.

გასაგებია, რომ "ნეფთჩი" განუთესავი იყო და საქართველოს ჩემპიონის მაგივრად, მაგალითად, შეიძლებოდა შეხვედროდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტი "ბაზელი", მაგრამ მაინც გადაჭარბებულად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელები წყვილის ფავორიტად საკუთარ ჩემპიონს მიიჩნევენ.

ამ წყვილში გამარჯვებულის პროგნოზირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ისიც სავარაუდოა, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, ამას იოლად ვერ მოახერხებს, მაგრამ მაინც გვგონია, რომ მეზობლებს რეალობის შეგრძნება ცოტა ღალატობთ და "ნეფთჩის" შესაძლებლობებს აზვიადებენ, "ზესტაფონისას" კი აკნინებენ.

სხვა რომ
არაფერი ვთქვათ, ახლო ისტორიას გადავხედოთ - ქართული კლუბები ევროტურნირებზე აშკარად უკეთესად ასპარეზობენ, ვიდრე აზერბაიჯანულები.

ვიმეორებთ, ამ წყვილში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, მაგრამ რომელიმე კლუბის, მით უმეტეს, "ნეფთჩის" ფავორიტად შერაცხვა გამართლებულად არ მიგვაჩნია.

"ნეფთჩი" საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის საუკეთესო კლუბი იყო და იქაურ უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონიც გაუტარებია. პოზიციები არც აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაუთმია და ტიტული 7-ჯერ მოიპოვა.

ბოლო ორი სეზონია, "ნეფთჩი" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობს. განვლილი პრემიერლიგა ბაქოელებმა ოთხქულიანი უპირატესობით მოიგეს. ამ სხვაობით "ნეფთჩიმ" ლენქორანის "ხაზარი" ჩამოიტოვა.

"ზესტაფონის" მეტოქეს ბუიუქაღა გაჯიევი წვრთნის - ალბათ, გაგახსენდათ, ეს სპეციალისტი 2006 წელს "ბაქის" ედგა სათავეში, როცა მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან ბოლნისის "სიონმა" გამოთიშა.

"ნეფჩთის" აზერბაიჯანის ნაკრების წევრებიც ჰყავს და ძლიერი ლეგიონერებიც, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი ვეტერანი მაკედონიელი მცველი იგორ მიტრესკია, რომელიც მკითხველს მოსკოვის "სპარტაკში" გატარებული წლებით უნდა ახსოვდეს.

გუნდში ამინდს ქმნიან ბრაზილიელები, ფლავინიო და დენისი და უზბეკი ბაჰოდირ ნასიმოვი, რომელიც 16 გოლით აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რეკლამირებული ახალწვეულია ჩილელი ნიკოლას კანალესი, ყველაზე დიდი რეზონანსი კი "ყარაბახიდან" რაშად სადიგოვის გადაბირებას მოჰყვა.

რაც შეეხება ევროტურნირებს, "ნეფთჩის" სულ ორჯერ გადაულახავს პირველი ეტაპი. შარშან ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ბაქოელები ზაგრების "დინამოს" შეხვდნენ, რომელთანაც შინ 0:0 ითამაშეს, სტუმრად კი 0:3 განადგურდნენ.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ პირველი მატჩი ბაქოში 17 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი ზესტაფონი 24 ივლისს უმასპინძლებს.
Sportall.Ge
ნეფთჩი

ბაქო, აზერბაიჯანი

დაარსდა: 1937 წელს
სტადიონი: ტოფიკ ბახრამოვი (ტევადობა 29 858)
პრეზიდენტი: სადიგ სადიგოვი
მთავარი მწვრთნელი: ბუიუქაღა გაჯიევი
ფერები: შავი და თეთრი
ტიტულები: აზერბაიჯანის 7-გზის ჩემპიონი, აზერბაიჯანის თასის ოთხგზის მფლობელი, თანამეგობრობის თასის მფლობელი

გუნდი
მეკარეები: რაუფ მეჰდიევი, საშა სტამენკოვიჩი (სერბეთი);
მცველები: რაილ მალიქოვი, იგორ მიტრესკი (მაკედონია), ბრუნო ბერტუჩი (ბრაზილია), ქარიმ დინიევი, ელვინ იუნუსზადე, დენისი (ბრაზილია), რუსლან აბიშოვი;
ნახევარმცველები: როდრიგინიო (ბრაზილია), ელშან აბდულაევი, ფლავინიო (ბრაზილია), მირჰუსეინ სეიდოვი, ელვინ მუსაზადე, ჯავიდ იმამვერდიევი, რაშად სადიგოვი, ქარიმ ნურაჰმადოვი;
თავდამსხმელები: ბაჰოდირ ნასიმოვი (უზბეკეთი), აღაბალა რამაზანოვი, ემინ მეჰდიევი, ილჰამ ალაჰვერდიევი, ნიკოლას კანალესი (ჩილე).

ამბიციური მეზობლები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ცუდად გვაქვს ქართველებს საქმე როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო დონეზე, მხშირად გაიგონებთ გულშემატკივრებისგან ქართულუ ფეხბურთი მოკვდაო, მიუხედავად ამისა აზერებს,სომხებს და მათ ნაირ გუნდებს მკვდრები კი არა 10 წლის დამარხულებიც რომ ვიყოთ მაინც თავზე გადავახევტ ბურთს
goga
14:55 26-06-2012
0
მე მიკვირს ტქვენიტანები უნდა მოვიდნენ და მართონ სახელმწიპო?მეამა იმათზე ვამბობ რომლებიც აკეთებენ კომენტარს პუტინის სიხარულზე ჩვენებურის დამარცხებისთვის და ამ ვაიქართველებსაც უხარიათ და ვერც მალავენ სიხარულს მხარს უჭერენ თANAუგრძნობენ პუტი.როგორ დაიბოღმეთ ას რომ ოღონდ მისა არა რაც უნდა იყოს თვით სატანასაც კი უთანხმებით
soso
13:52 26-06-2012
0

სიახლეები პოპულარული