ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ

AutoSharing Option
ბაქოს "ნეფთჩის" მთავარმა მწვრთნელმა ბუიუქაღა გაჯიევმა "აზერისპორტთან" ინტერვიუში "ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

საინტერესო იყო თავად ჟურნალისტის კითხვის პათოსიც...

- აზერბაიჯანში არაერთი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელია. სავარაუდოდ, "ზესტაფონი" "ნეფთჩიზე" ინფორმაციას სწორედ მათგან მიიღებს...
- სჯობს ყველამ თავის საქმეს მიხედოს. არ მაინტერესებს ვინ, ვის და როგორ დაეხმარება. ვიცი, "ზესტაფონს" როგორ უნდა ვეთამაშო. "ნეფთჩმა" წყვილის ბედი ბაქოში გასამართ პირველივე მატჩში უნდა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, 2006 წელს ჩემპიონთა ლიგაში გაჯიევის მიერ გაწვრთნილი "ბაქი" ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა.

თბილისში გამართული პირველი შეხვედრის
შემდეგ ცუდი რამ მოხდა - გაჯიევმა ჯერ ცხადაძის ასისტენტ ბადრი კვარაცხელიას აგინა, შემდეგ ბოლნისელთა მთავარ მწვრთნელს და ცხადია, ისეთი ადეკვატური პასუხი მიიღო, წყენას დღემდე ვერ ივიწყებს.

ასევე იხილეთ:
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდით ბიჭებო ლიგაში უნდა სევძვრეთ წელს,თათრებმა რაც უნდა ის ილაპარაკონ,ჩვენ მიზანი უნდა ავიხდინოთ
vasiko basiladze
09:53 30-06-2012
0
ვაი შენს პატრონს, ვნახოთ ვინ ვის მოუმთავრებს საქმეს. ისე ლაპარაკობს გეგონება რომელიმე ევროპული სუპერკლუბის მწვრთნელი იყოს.
rosoneri_95
21:50 29-06-2012
0

სიახლეები პოპულარული