აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბომბარდირებში "ზესტაფონის" ფორვარდი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი ჯაბა დვალიც მოხვდა, რომელიც 53-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში დვალმა 20 გოლი გაიტანა.
მონაცემებში შეტანილია მხოლოდ ჩემპიონატში გატანილი გოლები და არა სათასო თუ საერთაშორისო ტურნირების მონაგარი.
რეიტინგს მსოფლიო ფეხბურთის ორი კაშკაშა ვარსკვლავი ლიდერობს. საუკეთესო ათეული ასეთია:
1. ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა) - 50 გოლი
2. კრიშტიანუ რონალდო (პორტუგალია, რეალი) - 46
4-5. ბას დოსტი (ჰოლანდია, ჰერენვენი) - 32
4-5 ბურაქ ილმაზი (თურქეთი, ტრაბზონსფორი) - 32
6. რობინ ვან პერსი (ჰოლანდია, არსენალი) - 30
7. კლაას იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია, შალკე) - 29
8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, მილანი) - 28
9-10 ორიბე პერალტა (მექსიკა, სანტოსი) - 28
9-10 სეიდუ დუმბია (კოტდივუარი, ცსკა მოსკოვი) - 28
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ ნახსენები ორგანიზაციის რეიტინგს არაფერი აქვს საერთო "ოქროს ბუცის" ნომინაციასთან, სადაც ბომბარდირთა მონაგარი ამა თუ იმ ქვეყნის ლიგის რეიტინგისა და კოეფიციენტების მიხედვით იანგარიშება.
დვალი 53-ეა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი - სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური