მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში სამივე ქართული კლუბი დაქვეითდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ გამოქვეყნებულ მორიგ საკლუბო რეიტინგში კვლავ სამი ქართული კლუბი მოხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კლასიფიკაციაში სამივე მათგანი დაქვეითდა - თბილისის "დინამო" 124-ედან 145-ე პოზიციაზე დაეშვა, "ზესტაფონი", რომელიც წინა თვეში 152-ე იყო, დღეს 157-ეა, ხოლო რუსთავის "მეტალურგმა" ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა და 167-ედან 234-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

სავარაუდოდ, ევროტურნირების დაწყების შემდეგ აღნიშნულ რეიტინგში გორის "დილა" და ქუთაისის "ტორპედოც" გამოჩნდებიან.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, საუკეთესო ხუთეულში პოზიციები უცვლელია. აღსანიშნავია არგენტინული "ბოკა ხუნიორსის" პროგრესი, რომელიც მე-10-ედან მე-6 საფეხურზე
აღზევდა. ხაზგასასმელია "უნივერსიდად დე ჩილეს" მეორე ადგილზე ყოფნაც.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
3. რეალი (ესპანეთი)
4. ატლეტიკო (ესპანეთი)
5. ბაიერნი (გერმანია)
6. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
7. ჩელსი (ინგლისი)
8. ლიბერტადი (პარაგვაი)
9. ველეს სარსფილდი (არგენტინა)
10. ბილბაო (ესპანეთი)

სამივე დაქვეითდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული