"ვიტ ჯორჯიამ" და ბოლნისის "სიონმა" საკონტროლო მატჩი გამართეს

AutoSharing Option
3.07. მცხეთა. მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-სიონი 1:1
ვიტ ჯორჯია (სასტარტო): დაუშვილი, ხურცილავა, ტეტუნაშვილი, გოგიაშვილი, ღანიაშვილი, კასრაძე, გურეშიძე, კორიფაძე, ლობჯანიძე, ვასაძე, ზაქრაძე.

სიონი (სასტარტო): ბობღიაშვილი, ავსაჯანიშვილი, სვანიძე, ქემოკლიძე, ორბელაძე, ჯოჯუა, ნემსაძე, ქუცურუა, ისიანი, ჯარმელაშვილი, ხურციძე.
გოლები: 0:1 ისიანი (20), 1:1 კორიფაძე (31. პენ.)

3 ივლისს "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიამ" და "სიონმა" მორიგი საკონტროლო მატჩი გამართეს და საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ფრედ, 1:1 დაასრულეს.

ანგარიში გიორგი ქუცურუას გადაცემით ვილი ისიანმა გახსნა, წონასწორობა კი პენალტით გიორგი კორიფაძემ აღადგინა.

"ვიტ ჯორჯიას" მზადების პერიპეტიების შესახებ მკითხველი უფრო
ინფორმირებულია, ხოლო რაც შეეხება "სიონს", ბოლნისელები ამჟამად ხან საკუთარ ქალაქში, ხანაც თბილისში ვარჯიშობენ. გუშინწინ "სიონმა" ტესტ-მატჩი "ზოოვეტთან" გამართა და 4:3 გაიმარჯვა. 25 ივლისიდან ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი ურეკულ შეკრებას დაიწყებს.

"სიონს" ახალწვეულები ჯერჯერობით არ ჰყავს, თუმცა მცველები, სერგი ორბელაძე და ნოდარ მაჭავარიანი ქვემოქართლურ კლუბში ჩარიცხვასთან ახლოს არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული