თბილისის "დინამოში" ესტონელი ფორვარდი ისინჯება

AutoSharing Option
"დინამოში" ესტონეთის ნაკრების 29 წლის ფორვარდი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი ისინჯება.

ესტონელებმა ბოლო გამარჯვება 2 ივნისს ლიტვასთან ამხანაგურ შეხვედრაში მისი გოლით მოიპოვეს - 1:0.

ვოსკობოინიკოვმა ბოლო სეზონი რუსეთის რანგით მეორე ლიგაში, "ხიმკის" შემადგენლობაში გაატარა.

ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი: "პირველი შთაბეჭდილებები ყოველთვის უტყუარია. ბაზა, მწვრთნელი, აქაური გარემო, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა.

თბილისის "დინამო" პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის განსაკუთრებული გუნდი იყო. დიდი სურვილი მაქვს, სინჯებმა წარმატებით ჩაიაროს.

თბილისში პირველად არ ვიმყოფები, აქ მეგობრებიც მყავს და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც მითამაშია".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული