მერაბ გიგაური ქუთაისის "ტორპედოსთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
5 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგაზე ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპამდე ქუთაისელებმა ზოგიერთი მოთამაშე გაუშვეს, ზოგიც დაიმატეს, მერე ავსტრიული შეკრება გაიარეს და მოკლედ, ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ეგებებიან.

შევიტყვეთ, რომ "ტორპედოსთან" ახალ სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს პოლონურ "იაგელონიაში" იჯარადამთავრებული მერაბ გიგაური.

"იაგელონიას" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ ქუთაისელთა სატრანსფერო მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოახერხა - ქართული მხარე 200 ათასი ევროს ითხოვდა.

თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო: "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს განახლებულ გუნდში გიგაურის ხილვაც სურდა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო VS აქტობე - ჩვენი ევროპა დღეს იწყება!
ქუთაისის "ტორპედომ" პოლონელებს მერაბ გიგაური არ დაანება
მერაბ გიგაური: პოლონეთში მირჩევია
მერაბ გიგაური: პოლონეთში ყველაფერი მახარებს, თამაშიც და ხალხიც
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააფორმა თუ გააფორმებინეს
ggggg
17:35 05-07-2012
0

სიახლეები პოპულარული