ქუთაისის "ტორპედო" და "აქტობე" ფრეზე გაიყარნენ

AutoSharing Option
5 ივლისს ქუთაისში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც "ტორპედომ" ყაზახეთის "აქტობეს" უმასპინძლა.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლო ფრეთი დასრულდა. ხოლო მატჩის მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის შეგირდებმა ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს. გატანილი გოლის ავტორი 62-ე წუთზე ნიკა საბანაძე გახდა.  

თუმცა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და შეხვედრის 82-ე წუთზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. საკუთარ ანგარიშზე გოლი ბიკმაევმა ჩაიწერა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად მოქმედებდა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო
ეტაპის საპასუხო შეხვედრა ყაზახეთში 12 ივლისს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ დაიწყო მატჩი ალბანეთში, სადაც "ტეუტა" რუსთავის "მეტალურგს" მასპინძლობს. ამ შეხვედრის ტექსტურ ტრანსლაციას ჩვენი ვებგვერდი შემოგთავაზებთ (იხილეთ).
მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორ ცუდი თამაში იყო თითქოს სოპლის გუნდები თამაშობდნენ ეს უბედურებაა
giga
23:12 05-07-2012
0
ვინმე იხილეთ რა ლიაივი.. ამ სტატიის ხიბლი სწორედ მაგაშია :D :D :D რა
lekino
23:27 05-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული