ქუთაისის "ტორპედო" და "აქტობე" ფრეზე გაიყარნენ

AutoSharing Option
5 ივლისს ქუთაისში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც "ტორპედომ" ყაზახეთის "აქტობეს" უმასპინძლა.

გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლო ფრეთი დასრულდა. ხოლო მატჩის მეორე ნახევარში გია გეგუჩაძის შეგირდებმა ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს. გატანილი გოლის ავტორი 62-ე წუთზე ნიკა საბანაძე გახდა.  

თუმცა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და შეხვედრის 82-ე წუთზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. საკუთარ ანგარიშზე გოლი ბიკმაევმა ჩაიწერა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად მოქმედებდა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო
ეტაპის საპასუხო შეხვედრა ყაზახეთში 12 ივლისს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ დაიწყო მატჩი ალბანეთში, სადაც "ტეუტა" რუსთავის "მეტალურგს" მასპინძლობს. ამ შეხვედრის ტექსტურ ტრანსლაციას ჩვენი ვებგვერდი შემოგთავაზებთ (იხილეთ).
მკითხველის კომენტარები / 11 /
სამარცხვინო თამაში იყო, ქართველებში ძმაკაცობა და მეგობრობით ფეხბურთის თამაშს ჯობია ღირსეულები აიყვანოთ, შემრცხვა რას უყურე ამას კუხიანიძე მაგარი მოტამაშეა არ გამოცვალოთ, რას ტამაშობდა ნეტა თვითონ თუ იცოდა
0
ფხაკაძეებს და სიჭინავას რომ უკავია ფეხბურთის სადავეები მაგიტომა საქმე ესე ცუდად,წადით ბიზნესს მიხედეთ,ფეხბურთი ფეხბურთელებს მიეცით ვისაც უყვარს მაგ საქმე,თქვენ არ იცით და არც გიყვართ ფეხბურთი,ამიტომაა ასათიანი რომ არ მოვიდა თქვენთან,საგოლ ასკა ჯიგარი ხარ,მაგარი ფეხბურთელი ხარ დაესიზმრებათ შენნაირი ბიჭები მაგათ,ამირიეს გუშინ გული ეს იყო ფეხბურთი?
vasiko basiladze
13:39 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული