მაგრამ, ბევრისთვის მოულოდნელად, ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაზე" ჩატარებულ საკონტროლო მატჩში უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა "სპარტაკმა" ძლიერ მეტოქესთან ფრედ, 2:2 ითამაშა.
"სპარტაკიდან" ორივე გოლი თემურ შონიამ გაიტანა, კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა მეტოქის კარს და საერთო ჯამში, სოლიდურად გამოიყურებოდა.
შემთხვევითი არ იყო, მატჩზე დამსწრე მცირეოდენი მაყურებელი გაოცებას რომ ვერ მალავდა - რა უნდა ასეთ ახალგაზრდას (შონია 22 წლისაა) პირველ ლიგაში, ნუთუ ამ ფეხბურთელით უმაღლესი ლიგის არცერთი
ქართველმა გულშემატკივარმა ცხინვალელთა საყრდენი ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებიდან გაიცნო. შონიამ "სპარტაკის" კაპიტნობა აზრიანი და მონდომებული თამაშით დაიმსახურა. თანაც, რაც მთავარია, კრიტიკულ ვითარებაში საკუთარ თავზე ინიციატივის აღება და საჭირო გოლების გატანა ეხერხება.
თუმცა, საეჭვოა, შონია "სპარტაკში" დარჩეს. როგორც კლუბში გვითხრეს, თემურს წასვლა სურს, მაგრამ მისი ახალი კლუბი ვერ დაგვიკონკრეტეს. ჩვენი ინფორმაციით კი, მას საჩხერის "ჩიხურა" იწვევს.
"საჩხერის "ჩიხურას" ინტერესზე მეც შევიტყვე, მაგრამ პირადად არავინ მოსულა და არც არავინ დამკავშირებია. სანამ არაფერი გადაწყდება, ვერ ვიტყვი, ინტერესი რეალურად არსებობს თუ არა.
სხვა ვარიანტებსაც ველოდები, თუმცა სეზონის დაწყებამდე "სპარტაკში" ვვარჯიშობ და შევეცდები, ფორმა შევინარჩუნო.
კონტრაქტი დამისრულდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. ახლა ჩემში მხოლოდ კომპენსაცია არის გადასახდელი", - გვითხრა შონიამ.
თემურ შონია ჩიხურაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილამ" ცხინვალის "სპარტაკს" ვერ მოუგო