"ზესტაფონი" ბუქარესტის "სტიაუასთან" თამაშისთვის ემზადება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" განაგრძობს უეფას ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისათვის მზადებას.

5 ივლისს, დილის ვარჯიშის შემდეგ, ზემოიმერლები ზალცბურგს გაემგზავრნენ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მშობლიური ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს.

6 ივლისს კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა. აღსანიშნავია ის, რომ გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს 21 წლის მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ზესტაფონელთა რიგებში 2008-2010 წლებში უასპარეზია.

7 ივლისს მარგველები ალპური შეკრების მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავენ - საქართველოს ჩემპიონი რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანეს გუნდს, ბუქარესტის "სტიაუას" დაბა უტენდორფში დაუპირისპირდება.

მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე)
დაიწყება და ერთ-ერთი რუმინული ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

Sportall.Ge

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკანა ხედი ულამაზესია
jokua
21:09 06-07-2012
0
საქართველოს ჩემპიონი რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანეს გუნდს- უტიტულოვანესი-ასეთი სიტყვა ქართულში არ არის :))) წარმატებები ქართველებს
maia
22:53 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული