"კოლხეთმა" მანამდეც ითამაშა ამხანაგური მატჩები: "ოზურგეთთან" და "ხობთან" 2:2, იმავე "ბათუმს" კი 3:1 მოუგო.
ფოთელთა რიგებში ახლა საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ისინჯება. წინა ნაკადიდან არცთუ ცოტა დაითხოვეს. მოკლედ, ამ ეტაპზე "კოლხეთი" საკონტროლო შეხვედრებს, ფაქტობრივად, სელექციისთვის იყენებს.
მომდევნო ტესტ-მატჩს დათო მახარაძის გუნდი 12 ივლისს გამართავს ლანჩხუთის "გურიასთან". ფოთელებს შეკრებაც დაგეგმილი აქვთ - 23 ივლისიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"