დამდეგი სეზონისთვის სამზადისში მყოფი ფოთის "კოლხეთი" ზღვისპირეთში რჩება

AutoSharing Option
დამდეგი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს ფოთის "კოლხეთიც". 7 ივლისს ფოთელები ურეკში "ბათუმს" გაეჯიბრნენ და 0:2 დამარცხდნენ. 21-ე წუთზე ანგარიში ირაკლი ცნობილაძემ გახსნა, 48-ე წუთზე კი თავი ვალერიან თევდორაძემ გამოიჩინა.

"კოლხეთმა" მანამდეც ითამაშა ამხანაგური მატჩები: "ოზურგეთთან" და "ხობთან" 2:2, იმავე "ბათუმს" კი 3:1 მოუგო.

ფოთელთა რიგებში ახლა საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ისინჯება. წინა ნაკადიდან არცთუ ცოტა დაითხოვეს. მოკლედ, ამ ეტაპზე "კოლხეთი" საკონტროლო შეხვედრებს, ფაქტობრივად, სელექციისთვის იყენებს.

მომდევნო ტესტ-მატჩს დათო მახარაძის გუნდი 12 ივლისს გამართავს ლანჩხუთის "გურიასთან". ფოთელებს შეკრებაც დაგეგმილი აქვთ - 23 ივლისიდან
4 აგვისტომდე ურეკში მოემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული