უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინისა და აღმასრულებელი კომიტეტის სახელით, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ, გულითადად მიულოცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ესოდენ მნიშვნელოვანი და პრესტიჟული გათამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვება.
წერილში აღნიშნულია, რომ უეფას გადაწყვეტილებით, 2015 წლის სუპერთასი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, საორგანიზაციო საკითხებს სფფ გაუძღვება და ჩვენი საქმიანობა სრულად იქნება კოორდინირებული უეფასთან.
როგორც უეფას გენერალური მდივანი აღნიშნავს, სფფ უახლოეს მომავალში მიიღებს ევროპული ფეხბურთის
gff.ge