თბილისის "დინამომ" ოთარ ხიზანეიშვილს დაბრუნება შესთავაზა?

AutoSharing Option
დასრულებული სეზონის შემდეგ ოთარ ხიზანეიშვილი თბილისის "დინამოს" დაშორდა: თბილისელთა გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა გუნდის თავკაცთა გადაწყვეტილება, რომ საკმაოდ კარგი თამაშის მიუხედავად, გამოცდილი მცველისთვის კონტრაქტი აღარ გაეხანგრძლივებინათ.

მას შემდეგ 30 წლის მოთამაშეზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამბობდნენ, "ზესტაფონში" იწვევდნენო, მაგრამ სინამდვილეში, შესაძლოა, ისევ... "დინამოში" დაბრუნდეს.

ჩვენი ინფორმაციით, თავდაპირველი გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისურ კლუბში ხიზანეიშვილთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალეს და დაბრუნება შესთავაზეს.

ფაქტია, რომ მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო, ცენტრალური მცველის პოზიციაზე კი კლუბს გაძლიერება სჭირდება. მით უფრო, რომ გულვერდ თომაშვილი გორის "დილაში" წავიდა, ლევან კაკუბავა კი მოედანზე
ჯერაც არ დაბრუნებულა.

მერე მოხდა ტრადიციული რამ - ინფორმაცია თბილისურ კლუბში არც უარყვეს და არც დაგვიდასტურეს. თავად მოთამაშეს კი ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

თუმცა "დინამოს" კონკურენტები გამოუჩნდა - ხიზანეიშვილს კიდევ სამი კლუბი იწვევს: ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა" და ისრაელის ლიგაატ ჰაალის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

მოლაპარაკება მალე დასრულდება და ხიზანეიშვილი გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

ხიზანეიშვილის ოთხი ვარიანტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მაგარი ამბავია ამაზე მაგარს ვერავის მოიყვანენ.
guja
15:02 10-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული