ლევან კაკუბავა თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ლევან კაკუბავა 6 თვის მანძილზე ფეხბურთს იძულებით ჩამოსცილდა.

ლევანი 24 ნოემბერს, დიღმის ბაზაზე ვარჯიშისას მძიმედ დაშავდა. დიაგნოზი - მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა.

კაკუბავას გასული სეზონის მთელი მეორე, დასკვნითი ეტაპი გაუცდა. დღეს იგი ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით, როგორც გუნდის სრულფასოვანი წევრი, დიდი მონდომებით ემზადება.

"მძიმე პერიოდი გადავიტანე. ფეხბურთის გარეშე ძალიან გამიჭირდა. თავიდან საერთოდ ყავარჯნებით მომიწია სიარული, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღეს უკვე, მზადების პირველივე დღიდან, ჩვეულებრივად ვვარჯიშობ.

საბედნიეროდ, არც ტკივილებს ვუჩივი,
ფეხმა გამიშვა, რეჟიმში ჩავდექი და ინტენსიურ დატვირთვებსაც ვიღებ.

მიუხედავად იმისა, რომ რთული სეზონი გველის, ყველანი იმედიანად ვართ. ახალი მწვრთნელი ახალ გუნდს აშენებს და ვფიქრობ, სეზონის სტარტს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით და "დინამოს" შესაბამის ფეხბურთს და შედეგს ვაჩვენებთ", - თქვა კაკუბავამ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული