აქტობეში ჩასატარებელი მატჩისთვის ქუთაისური გუნდი ჩვეულ რეჟიმში ემზადება. 10 ივლისს "ტორპედომ", გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშისთვის განკუთვნილი დროის ძირითადი ნაწილი ბურთთან ყოფნას დაუთმო.
მცირე ტრავმის გამო ქუთაისელთა რიგებში სათუოა ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძის თამაში, რომელმაც ინდივიდუალურად ივარჯიშა და სავარაუდოდ, 11 ივლისს გაირკვევა, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას "აქტობე"-"ტორპედოს" დაპირისპირებაში.
ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთში 11 ივლისს, დილით, ჩარტერული
მომავალი მატჩის შესახებ "ტორპედოს" ფეხბურთელებს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ:
დავით გამეზარდაშვილი:
"რაც შეეხება წინა შეხვედრას, სიმართლე გითხრათ, ჩვენი თამაში, როგორც შეგვეძლო, ისე ვერ წარმოვაჩინეთ, რაც მხოლოდ ჩვენი ბრალია.
მეტოქემ დალაგებულად და მიზანმიმართულად ითამაშა. მონდომება ჩვენც არ გვაკლდა, მაგრამ ფეხბურთია და ბევრი რამ არ გამოგვდიოდა.
გოლიც გავიტანეთ და ურიგო შედეგი არ იქნებოდა მინიმალური სხვაობით გამარჯვება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ზოგიერთი კანონის მიხედვით - ჩვენ ეს თამაში არ უნდა მოგვეგო.
დაკარგული არაფერია. 12-ში გოლი აუცილებლად გვაქვს გასატანი და არც უნდა გავუშვათ. ღმერთის წყალობით, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება".
ომარ მიგინეიშვილი:
"პირველ თამაშში ვერ ვიყავით სათანადო სიმაღლეზე, მომავალ მატჩში კი უკეთესად ვითამაშებთ.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ და გავახაროთ ქუთაისელი გულშემატკივრები".
გივი იოსელიანი:
"სამწუხაროა, რომ ის მოლოდინი ვერ გავამართლეთ, რასაც გულშემატკივრები ჩვენგან ელოდნენ. საკუთარი თავისგან ჩვენც მეტს ველოდით.
მართალია, თამაში არ იყო სასიამოვნო საცქერი, თუმცა შედეგი არც ისე ტრაგიკულია და უიმედო. დავინახეთ მეტოქის ძალა, უკვე ვიცით მისი შესაძლებლობები, ვიცით, ჩვენ რა შეგვიძლია და მგონი, მზად ვართ "აქტობეს" ბარიერი გადავლახოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
ყველაფერი გაანალიზებულია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გულშემატკივრების წინაშე მოვახდინოთ რეაბილიტაცია.
"ტორპედოს" ყველა ფეხბურთელი ღირსეულია და იმსახურებს ევროპის ლიგის შემდეგ და შემდეგ ეტაპებზე თამაშს".
გიორგი ფანცულაია:
"პირველ შეხვედრაში ჩვენთვის არასასურველი შედეგი დაფიქსირდა. ძალიან ძნელი თამაში გამოვიდა. ამ მატჩში ჩვენ, ალბათ, საკუთარი შესაძლებლობების 10 პროცენტიც ვერ გამოვავლინეთ, თუმცა წინ გვაქვს საპასუხო მატჩი და ყველანაირად მოტივირებულები ვართ მიზნის მისაღწევად.
ბრძოლის და რწმენის ხარჯზე ყველაფერს შევძლებთ".
დავით დიღმელაშვილი:
"მოგება გვინდოდა და არ გამოგვივიდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. უნდა დავივიწყოთ გასული თამაში, უნდა ვიფიქროთ 12 ივლისის შეხვედრაზე და ვეცადოთ, რომ ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
მეტოქეზე გვქონდა ინფორმაცია და ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდია, თუმცა დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ არის.
ისე არ ხდება ყოველთვის, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა აღვნიშნავ, რომ სტუმრად მოგება სავსებით შესაძლებელია - სწორი ტაქტიკური თამაშის ჟინის და მონდომების ხარჯზე".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
www.fctorpedo.ge
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრემ "აქტობე" ხასიათზე მოიყვანა
ყაზახები გადიდგულდნენ - ქუთაისში ფრეს არ ველოდითო
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება
ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო
მინდა ყველა ტორპედოელმა იცოდეს რომ მთელი ქალაქი თქვენთანაა!!!