- საინტერესო თამაში გამოვიდა. თანაბარი ბრძოლა იყო. პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა.
მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. "ტორპედოს" ძალიან სურდა, თავის მოედანზე გამარჯვებისთვის მიეღწია. გოლიც გაგვიტანეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არცთუ ისე ლოგიკური იყო.
ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, არ გავტყდით და შეხვედრა სასურველი ანგარიშით დავასრულეთ. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის შედეგი ლოგიკური და სამართლიანია.
- "ტორპედო" ტექნიკური და კარგად ორგანიზებული გუნდია. კარგი შემსრულებლებიც ჰყავს. ამდენად, ჩვენ რთული ბრძოლისთვის ვემზადებოდით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით იმ ფაქტს, რომ ქუთაისური გუნდი ჯერ კიდევ სეზონისთვის მზადების ეტაპზეა და სათამაშო რეჟიმში არ იმყოფება.
სამაგიეროდ, ჩვენ გადატვირთული გრაფიკით გვიწევს თამაში და ასეთ ვითარებაში თამაშიდან თამაშამდე ძალების აღდგენა ძალიან რთულია.
- ძალიან გადატვირთული კალენდარი გაქვთ. აპირებთ თუ არა ჩემპიონატის უახლოესი მატჩის გადადებას?
- ყახაზეთში რომ დავბრუნდებით, შესაძლოა, ამის თაობაზე ფედერაციას მივმართოთ, თორემ ერთ კვირაში 3 მატჩის ჩატარება ძალიან რთულია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]