დავით ხოჭოლავა: ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ესპანურ შეკრებაზე დაშავდა.

გაწყვეტილი იოგები და კოჭის მოტეხილობა - ამ მიზეზით დავით ხოჭოლავას ექვსი თვე გაუცდა. ახლა კი მან ვარჯიში განაახლა.

"დეკემბრის ბოლოს მსუბუქი ტრავმა მივიღე, ესპანურ შეკრებაზე კი, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი.

კოჭი მქონდა მოტეხილი და იოგები გაწყვეტილი. საოპერაციოდ კლუბმა გერმანიაში გამაგზავნა ცნობილ გერმანელ სპეციალისტთან - თომას ფრიულიხთან.

რეაბილიტაციის ორკვირიანი პერიოდიც გერმანიაში გავატარე. ახლა ტრავმა მოვიშუშე, ტკივილებიც აღარ მაწუხებს, ინდივიდუალურადაც დავიწყე ვარჯიში და იმედი მაქვს, სექტემბრიდან გუნდთან ერთად თამაშსაც მოვახერხებ.

ძალიან მომენატრა
ფეხბურთის თამაში - მით უმეტეს, ახალი სტიმული, ახალი მწვრთნელი, ახალი მიზნებია ჩვენს წინ.

გასულ სეზონში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგი წელს აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ და სატურნირო ცხრილში დინამოსთვის სეზონი ჩვეულ პოზიციაზე უნდა დავასრულოთ", - თქვა ხოჭოლავამ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული