თუმცა, როგორც გაირკვა, თბილისის "დინამოსა" და გამოცდილ მცველს შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო და ახლა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ხიზანეიშვილი დინამოელია. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კი ფეხბურთელის კომენტარი გამოქვეყნდა. მოვუსმინოთ ხიზანეიშვილს:
"მოხარული ვარ, რომ კვლავ "დინამოს" მაისურით ვითამაშებ. საქართველოში სხვა გუნდში არც მითამაშია - ეს ჩემი ოჯახია.
კლუბთან არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს დასრულდა, ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე
ამ პერიოდში სხვა გუნდებმაც გამოიჩინეს ინტერესი. რა თქმა უნდა, "დინამოში მერჩივნა". ეს გარემო ჩემთვის კარგადაა ნაცნობი - დიღმის ბაზა, მშობლიური სტადიონი - აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია.
მოხარული ვარ, რომ კვლავ "დინამოს" მაისურით მომიწევს თამაში. სულს და გულს ჩავდებ თითოეულ მატჩში და ვეცდები, "დინამოს" წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო".
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ოთარ ხიზანეიშვილს დაბრუნება შესთავაზა?
ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...