რუსთაველებმა მეტოქეს კუდით ქვა ასროლინეს.
სტუმრებს მოძრაობა ძალიან უჭირდათ და "მეტალურგმაც", პირველ რიგში, ამაში დაჯაბნა "ტეუტა"; ტექნიკასა და ინდივიდუალურ თამაშშიც ზემოდან უყურებდა და, რა გასაკვირია, რომ ორი მატჩის ჯამში 9:1 იმარჯვა.
აქამდე არ მომხდარა, რომ ქართულ გუნდს ევროსარბიელზე ორი მატჩის ჯამში ასე დაეჯაბნა მოწინააღმდეგე.
მატჩის პერიპეტიების დაწვრილებით აღწერა, ალბათ, აღარ ღირს, თუმცა რამდენიმე ასპექტსა და ეპიზოდზე მაინც შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
გიორგი თექთურმანიძე
თექთურმანიძის ეფექტური გოლები იმის მაუწყებელი იყო, რომ "მეტალურგი" "ტეტუტასთან" მეორე შეხვედრასაც უპრობლემოდ ჩაატარებდა.
დიმიტრი ტატანაშვილმა გიორგი მიქაბერიძის ფლანგურ გადაცემას ახლოდან, შედეგიანად დაუხვედრა ფეხი.
"მეტალურგს" პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ოდენ სამი გოლი აკმარა სტუმრებს.
მეორე ტაიმში რევაზ გეწაძემ ისე მიუჩინა ბურთს ადგილი ბადეში, რომ მანამდე დრიბლინგით დაასხა რეტი რამდენიმე მეტოქეს.
ალბანელებმა კონტრშეტევაზე მოახერხეს ერთი გოლის შეგდება. ალფრედ დელიალისი გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.
ალბანელებს გოლის გატანის სხვა შესაძლებლობა არ ჰქონიათ.
ტატანაშვილმა გიორგი ქავთარაძის მარცხნიდან ჩაწოდებულზე გაიფორმა დუბლი. მოედანი უგოლოდ არც მიქაბერიძემ დატოვა.
დაბეჩავებულმა ალბანელებმა თავიანთი იკითხონ, ჩვენ კი დიდი ინტერესით დაველოდებით "მეტალურგის" შეხლას პლზენის "ვიქტორიასთან".
პირველი მატჩი 19 ივლისს ჩეხეთში გაიმართება, საპასუხო კი 26 ივლისს.
ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
12.07. თბილისი.მიხეილ მესხი. 1500 მაყურებელი
მეტალურგი-ტეუტა 6:1
(პირველი მატჩი 3:0 იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0,2:0 თექთურმანიძე (10, 17), 3:0 ტატანაშვილი (35, მიქაბერიძის პასით), 4:0 გეწაძე (61), 4:1 დელიალისი (65), 5:1 ტატანაშვილი (70, ქავთარაძის პასით), 6:1 მიქაბერიძე (76)
მეტალურგი ტეუტა
ბედიაშვილი-რიზვანი
ჯაფარიძე-არიანი
გ. კვარაცხელია-ოსმანი
მახვილაძე-ჯაკუპი
რაზმაძე-დასილვა
ი. მაისურაძე-რ. ჰოჯა
გ. მიქაბერიძე-ველიაი
სუხიაშვილი-დელიალისი
თექთურმანიძე-დოსტი
გეწაძე-ნიკა
ტატანაშვილი-მანსაკუ
მწვრთნელები:
კ. ჟორჟიკაშვილი-ჰ. ლიკა
სათადარიგოები:
ტებიძე, კაკუშაძე, ლობჯანიძე, სიხარულიძე
სათადარიგოები:
ჰოხმა, ბაკიასი, კაუშაი
მეტალურგი
46. გ. კვარაცხელია - გავაშელიშვილი
46. რაზმაძე - ქავთარაძე
55. სუხიაშვილი - დობროვოლსკი
ტეუტა
38. ველიაი - ა. ჰოჯა
46. ლიკა - პაიზიტი
57. დოსტი - დევოლი
გაფრთხილება: რაზმაძე (18)
მსაჯი: ვ. ვნუკი (სლოვაკეთი)
ახლა პლზენი გამოუშვით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ...
დიმიტრი ტატანაშვილი: "პლზენთან" წაგებას წინასწარ შეგუებულები ნამდვილად არ ვართ
ტეუტა-მეტალურგი 0:3 - რუსთაველებმა საქმე უკვე მოამთავრეს
მტყუანის?