დიმიტრი ტატანაშვილი: წინ რთული მატჩები გველის

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა "მიხეილ მესხზე" ალბანურ "ტეუტასთან" გამართული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რუსთაველებმა ალბანურ გუნდს თბილისურ შეხვედრაში 6:1 მოუგეს, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაჯაბნეს.

"ასეთი გამარჯვება მნიშვნელოვანია და ის მომავალი მატჩისთვის გუნდს წაადგება.

ახლა უკვე მთლიანად გადავერთვებით "პლზენთან" თამაშზე.

რა თქმა უნდა, "პლზენი" გაცილებით ძლიერი გუნდია და წინ რთული მატჩები გველის, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ".


ასევე იხილეთ:
კობა ჟორჟიკაშვილი: არ მოვეშვით და ჩვენმა სწრაფმა გოლებმა "ტეუტა" მთლიანად გატეხა
გიორგი
თექთურმანიძე: იმედია, შემდეგ მატჩში მეტი გულშემატკივარი გვეყოლება

მეტალურგი-ტეუტა 6:1 (პირველი მატჩი 3:0) - აბა, ახლა "პლზენი" გამოუშვით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული