შეგახსენებთ, რომ ინწკირველი გორის "დილაში" ფოთის "კოლხეთიდან" იანვარში გადავიდა და გუნდთან ერთად საქართველოს თასს დაეუფლა. მართალია, 30 წლის მცველი გერმანულ შეკრებაზე გასამგზავრებ "დილას" მოთამაშეთა სიაში იყო, მაგრამ გუნდი მაინც დატოვა.
მიზეზი? ახალი სეზონის დაწყებამდე გორელებმა გიორგი შაშიაშვილი, გულვერდ თომაშვილი და დავით კვირკველია რომ მიიწვიეს, ინწკირველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და
დაგვიდასტურეს, რომ ინწკირველის გარდა, ამიერიდან რუსთავულ კლუბში გააგრძელებს კარიერას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავადმსხმელი დავით ჯანელიძე, რომელიც რიგის "სკონტოსა" და "ოლიმპსის" შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა. 22 წლის ფეხბურთელი უკვე რუსთაველებთან ერთად ვარჯიშობს.
"დილა" კი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიურ "ორჰუსთან" მატჩისათვის ემზადება.
თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილები 11 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგთან მდებარე პატარა ქალაქ შცჰევერდინგენში დაბანაკდნენ.
ეს შეკრება "დილას" მენეჯერის, გია ისიანის კავშირების დამსახურებაა. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი თანამშრომელი ახლოს იცნობს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს რაინერ მილკორაიტს, რომელიც 1981 წელს დიუსელდორფში ჩატარებული თასების მფლობელთა თასის ფინალის დროს იენის "კარლ ცაისის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
თუ გახსოვთ, ამ გამარჯვების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მილკორაიტი თბილისში სწორედ ისიანმა ჩამოიყვანა.
მილკორაიტის ხელშეწყობით, "დილა" მოახლოებული თამაშისთვის იდეალური პირობებში ემზადება. გორელები გერმანიაში 17 ივლისამდე დარჩებიან და დანიაში მატჩამდე ორი დღით ადრე გაემგზავრებიან.
დილა გერმანიაში, ინწკირველი და ჯანელიძე - მეტალურგში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"