თბილისის "დინამომ" "გაგრას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოიგო

AutoSharing Option
ვიდეო
13 ივლისს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამომ" საკონტროლო მატჩში "გაგრას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოიგო.

დინამოელები მოტივირებულები იყვნენ, ახალ მწვრთნელთან ყველას სურს თავის მოწონება, მაგრამ ზვიად ჯელაძის "გაგრაც" არანაკლები სტიმულითა და მონდომებით დაუპირისპირდა ფავორიტ მეტოქეს - თუმცა, დუშან უჰრინის გუნდის უპირატესობა მაინც პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "დინამოს" ფორმა მოირგო მცველმა ლევან კაკუბავამ. ძირითადში ითამაშა გუნდში დაბრუნებულმა ოთარ ხიზანეიშვილმაც.

უჰრინმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებთან ერთად, თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზდებსაც მისცა.

პირველ ტაიმში ანგარიში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ალბერტ იაგუემ გახსნა. 37-ე
წუთზე თორნიკე თარხნიშვილი საჯარიმოში ეფექტურად, რამდენიმე მცველის ჩამოცილების შემდეგ შეიჭრა, რომლის დარტყმაც მეკარე გიორგი ბეგაშვილმა კი მოიგერია, მაგრამ ჩისკომ დროულად დაამატა - 2:0.

მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა საგრძნობი გახდა: "გაგრას" კარი კიდევ ერთხელ აიღო და დუბლი შეასრულა იაგუემ, ამდენივე გაიტანა რობერტინიომ, ერთხელ თავი ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა და "დინამომ" 6:1 გაიმარჯვა.

"დინამო" (I ტაიმი): ლორია - სეთურიძე, რეხვიაშვილი, ხიზანეიშვილი, გლიშიჩი - ძარია - კოტო, ჩისკო, მერებაშვილი, თარხნიშვილი - იაგუე.

"დინამო" (II ტაიმი):: ზარქუა (სეფიაშვილი) - ტვილდიანი, რეხვიაშვილი (კაკუბავა), გველესიანი, გლიშიჩი (კაკულია) - პაპავა, ჯიღაური, მერებაშვილი (პარუნაშვილი), თარხნიშვილი (ჩაფიძე) - რობერტინიო, იაგუე (გაბაშვილი).

სერიოზული სტიმული (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული