"დილას" პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის გორელები 1:2-ს აგებდნენ: გერმანელთა კარში ბურთი შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა.
გერმანული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 79-ე წუთზე "ერფურტმა" მოედანი ერთ-ერთი მოთამაშის (ოუმარის) წინააღმდეგ უხეშობისთვის დატოვა.
"ერფურტის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე რუდი ზეტმა კლუბის ვებგვერდთან განაცხადა:
"მსგავსი უხეშობა არასდროს მინახავს. შესაძლოა, ისინი ასეთ თამაშს შეჩვეულები არიან, ჩამოდიან და აქაც იგივეს აგრძელებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მოედნიდან არ უნდა გავსულიყავით".
განსხვავებულ
"დილას" პრესსამსახური უეფას წარმომადგენელს, ამ საკონტროლო მატჩის ერთ-ერთ ორგანიზატორს ვოლფგან ცაფფერს დაუკავშირდა და კომენტარი ჩამოართვა.
"აგრესიულობა თავიდანვე "ერფურტის" მხრიდან იგრძნობოდა. მსაჯი აშკარად არაკორექტულად მსაჯობდა და რამდენიმეჯერ მასპინძლებს ყვითელი და წითელი ბარათები არ აჩვენა.
მეორე გოლი "დილას" კარში თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, რამაც გორელთა საფუძვლიანი აღშფოთება გამოიწვია.
იყო იმის ალბათობაც, რომ დანიურ "ორჰუსთან" 19 ივლისს დანიშნულ ევროპალიგის მატჩამდე ფეხბურთელებს ტრავმა მიეღოთ", - ამბობს ცაფფერი.
კომენტარი გააკეთა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემაც:
"იმდენად რთული და უხეში თამაში იყო, რომ იძულებულები გავხდით, მოედანი დაგვეტოვებინა.
რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმები აწუხებს. იმედია, "ორჰუსთან" მატჩისათვის ყველა ეს ფეხბურთელი მწყობრში იქნება.
ევროპის ლიგაზე მომავალ თამაშთან დაკავშირებით გუნდში საბრძოლო განწყობაა და ბიჭები შეხვედრისთვის სერიოზულად ემზადებიან".
ურთიერთბრალდება და ჩაშლილი სპარინგი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"